Byintek P19 პროექტორი
- პორტატული Android სმარტ პროექტორი 3D მხარდაჭერით
- მაღალი გარჩევადობა, მაქსიმალური რეზოლუცია (1920 x 1080p), Full HD, მაქსიმალური მხარდაჭერა 4K
- ჩაშენებული დინამიკები და USB 2.0/USB 3.0/HD/IR/აუდიო (3.5მმ) პორტები
- ავტომატურად აკორექტირებს გამოსახულებას 35°-მდე
- WiFi & Bluetooth 5.0 კავშირი
პროექტორი Byintek P19 3D Mini Portable Smart Projector
Byintek P19 პროექტორი მარტივად უკავშირდება თქვენს სმარტფონს და თამაშების, ვიდეოების, ფილმების თუ ნებისმიერი სხვა გამოსახულების ჩვენებას შესაძლებელს ხდის დიდ ეკრანზე. ამ გზით ვუფრთხილდებით მხედველობას და პროცესს უფრო კომფორტულს ვხდით. მინი პროექტორი კინოთეატრის მოწყობას თითქმის ყველგან ხდის შესაძლებელს, თუნდაც მოგზაურობისას. ფილმის სანახავად მხოლოდ WiFi ქსელთან დაკავშირება და ონლაინ კინოთეატრის ვებგვერდის ჩართვაა საჭირო.
Byintek P19-ს აქვს ძლიერი ბატარეა და ამავდროულად არის კომპაქტური ზომის, რაც მის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს. ის იწონის 443 გრამს და სიმაღლეში მხოლოდ 8 სმ-ია. მისი დახმარებით შესაძლებელია სრულმეტრაჟიანი ფილმის ყურება მოწყობილობის დატენვის გარეშე. სრული დამუხტვით შეულია 2-4 საათამდე მუშაობა. ჩაშენებული აქვს 3W სიმძლავრის ორი დინამიკი და ქმნის მაღალი ხარისხის, მოცულობით სტერეო ხმას. მოწყობილობასთან Bluetooth-ის მეშვეობით შეგიძლიათ უკაბელო დინამიკები ან ყურსასმენები დააკავშიროთ ან თავად პროექტორი გამოიყენოთ Bluetooth დინამიკად.
უკავშირდება სმარტფონს, ტაბლეტს, ლეპტოპს, პერსონალურ კომპიუტერს, დინამიკებს, გეიმპადს, PS4-ს, მაუსს USB Flash მეხსიერებას და ა.შ. პროექტორის გამოყენებას შეძლებთ 30 000 საათამდე.
ზოგადი ინფორმაცია
- ბრენდი: BYINTEK
- მოდელი: P19 3D
ტექნიკური მახასიათებლები
- ოფსეტი: 100%
- Keystone კორექციაავტომატური (ვერტკალური ±35°) მექანიკური (ჰორიზონტალური ±45°)
- კავშირი: 2.4G & 5G Wi-Fi, Bluetooth 5.0
- ავტოფოკუსი: არა
- პროეცირების ზომა: 30 – 200”
- პროეცირების დისტანცია: 1 – 6 მ
- ოპერაციული სისტემა: Android 9.0
- ჩაშენებული დინამიკი: 2 x 3 W
- კვება: აკუმულატორი / ელექტროქსელი
- გაფართოება: 1920 x 1080
- გამოსახულების ტექნოლოგია: DLP
- სიკაშკაშე: 350 lm
- გვერდების თანაფარდობა: 1.2 : 1
ზომები და წონა
- სიგრძე: 8.2 სმ
- სიგანე: 8 სმ
- სიმაღლე: 8 სმ
- წონა: 443 გრ
გარანტია
- გარანტიის ვადა: 12 თვე
Reviews
There are no reviews yet.